ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში ჩასვლას მოსალოდნელზე ადრე, მომავალ კვირას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სი ძინპინი, ვიზიტის ფარგლებში, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა იანვრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინი რუსეთში გაზაფხულისთვის მიიწვია. თებერვალში კი Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა აპრილში ან მაისის დასაწყისში შემდგარიყო.
შეგახსენებთ, ჩინეთმა, თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც უკრაინასა და დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.