ნანა გაბელია რეგიონებში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცეების გახსნას განაგრძობს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე, ორი თვის განმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.

მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.

დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა