ირაკლი ზარქუა - უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება

უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

ზარქუა აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ სმენია.

„ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12 - პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებული, რომ 12- პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ,"- განაცხადა ზარქუამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს