ლევან დავითაშვილი - საწვავზე ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს - „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ.

„ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ.

ჩვენი მოლოდინით, ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება