სემეკის წევრი მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის გახსნაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ საუნივერსიტეტო მიღებაზე სიტყვით წარდგა.

სემეკის ცნობით, მაია მელიქიძემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე.

„როგორც სემეკის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ. სემეკს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. დიდი ყურადღება ეთმობა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას მომსახურე კომპანიების მიერ. სწორად ამ მიზნით, პერიოდულად ვახორციელებთ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს, რომელიც ნათლად აჩვენებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, რომ სემეკის მიერ განხორციელებული პროექტებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობით მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი დაინტერესდეს. ასეთივე ინტერესი აქვთ ჩვენს კოლეგა უწყებებს. სწორად აღნიშნული დაედო საფუძვლად დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც 6 უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იმართება“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, 13-17 მარტს სემეკის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის