14.07.2025 / 09:02
გიორგი კეკელიძე - ვაფუძნებთ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ „სათიბეს“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკა, LIB.GE და „სათიბე“ ლიტერატურულ ფესტივალ „სათიბეს“ აფუძნებენ.

როგორც გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, ლიტერატურული ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება და სხვადასხვა თემატიკის იქნება. მისივე თქმით, წლევანდელი ღონისძიების თემა თავისუფლებაა.

„საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, LIB.GE და “სათიბე“ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვაფუძნებთ, რომელსაც სახელად #სათიბე ერქმევა. ის ივნისის მეორე ნახევარში, ორბეთში გაიმართება, სამ დღეს გასტანს და სამივე დღეს მუდმვმოქმედი გეზი ექნება:

I დღე - ფოლკლორი. ხალხური მთქმელები.

II დღე - ,,ვეფხსიტყაოსანი"

III დღე - თანამედროვე ლიტერატურა

ყოველწლიურად შემოგთავაზებთ ახალ, მთავარ თემას. წლევანდელი - თავისუფლებაა.

მოეწყობა გამომცემელთა სტენდები და საბავშვო კუთხე. ყოველწლიურად გაიცემა პრემია ლიტერატურული გამბედაობისთვის.

დასწრება თავისუფალია. ვცდილობთ მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფასაც“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა