გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 მარტს 10:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ავჭალის მასივში, სოფელი გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს გიორგიწმინდის დასახლებაში დავით აღმაშენებლის, სანდრო კანდელაკის, სოხუმის, თბილისის, განთიადის, ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი გლდანში, გლდანის მასივში.

12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ცხვედიეთი, წითლიანი, ხევშა, წიფორი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, ორხევი. 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის