ლევან დავითაშვილი - ბევრმა ორგანიზაციამ ფასების კლება დაიწყო, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე აქციები მიმდინარეობდა - იმედი გვაქვს, მარტში ინფლაცია კიდევ დაიწევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება დაიწყო.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, იმპორტიორებსა და ე.წ. რითეილერებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, უწყებაში კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„სასურსათო პროდუქტების ფასების დაკლებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართული არიან დარგის ასოციაციები, ეს არის იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია, ეს არის მათ შორის, საერთაშორისო რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც კვების ჯაჭვში მონაწილე კომპანიების მხარდაჭერას ახორციელებს. ასევე, ადგილობრივი საცალო ქსელები და მათი მონაწილე ასოციაციები არიან. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მონაწილე მხარე პროცესში ჩართული იყოს. იმისთვის, რომ საბოლოოდ პროდუქტი მივიღოთ, რომელიც ამ ბაზარზე სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს და ამავე დროს, უფრო ეფექტიანი ოპერაციები, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იქნება. ზუსტად ეს უკეთეს პირობებს და დაბალ ფასებს შექმნის, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა. ჩვენი ამოცანა ბიზნესის შეზღუდვა არ არის ან მათთვის რაიმე ტიპის ვალდებულებების დაკისრება, რომელიც სამართლიანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი, კონკურენტული და ეფექტიანი გარემო შეიქმნას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანა არა ბიზნესის შეზღუდვა, არამედ კონკურენტული და ეფექტიანი გარემოს შექმნაა.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხში კონკურენციის სააგენტო ჩართულია, მან გარკვეული მოკვლევები ჩაატარა, რომლის შედეგადაც ეს ინფორმაცია ჩვენ გავუზიარეთ ქსელებს, იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს. თქვენ დაინახეთ ტენდენციები, რომ ეს ფასებზე აისახა, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ფასების კლება დაიწყო, ძალიან ბევრი აქცია სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე მიმდინარეობდა. ჩვენ იმედი გვაქვს ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს თებერვალში ინფლაციის საბოლოო მაჩვენებელზე აისახა. ჩვენ იმედი გვაქვს მარტში ინფლაცია კიდევ დაიწევს და ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სასურსათო პროდუქტებზე, ისე საწვავზე. საწვავის ფასზე კლება, რომელიც ნავთობ-იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა განაცხადეს სახეზეა, თუმცა ჩვენ ვფიქრობ, რომ კიდევ არის რესურსი ფასების კლების, ამაზე ინტენსიური დიალოგი იქნება.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოვამზადებთ ძირითადი პრინციპები, ეს პრინციპები გაზიარებულია მონაწილე მხარეებთან, ეს ევრო დირექტივის შესაბამისია. ევრო დირექტივის პრინციპების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში მოხდება. კანონმდებლობაზე ინტენსიურად მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანებში უნდა არსებობდეს დოკუმენტი, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს