ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კულტურის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

„წლების განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება 1, 600 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურის სახლი როგორც სოფელ მატნის, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ახალი დანიშნულების ადგილად და მიზიდულობის ცენტრად იქცა.

კულტურის სახლში განთავსებულია სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებს სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო წრე.

ახლად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!