გრიგორი კარასინი - სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგში ჩადგეს , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, საინტერესოა, შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას.

„საკითხავია - შეძლებს თუ არა თბილისი დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ქცევის ხაზი?“, - წერს კარასინი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა