ელენე ხოშტარია - ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება დაიწყო - დევნაზე ფიქრიც კი არ გაბედოთ

კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზე ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში ევროპული მომავალი დაიცვეს, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან პოლიციელები და ბრძანების გამცემლები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.

ხოშტარიას განმარტებით, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, კიდევ უფრო მძაფრ აქციას მიიღებს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ხელისუფლებას ვუთხრა: კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება და დევნაზე ფიქრიც კი, რომელთაც ამ დღეების განმავლობაში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, ძალადობაში დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, არიან ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემლები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.

მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შს სამინისტროში ან სუს-ში დაგიბარებენ, გამოვაქვეყნებთ ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას.

არავინ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე დაერევით. ჩვენ, ყველა ერთად ვართ, იდეის გარშემო და ეს იდეა არის, მათ შორის, ამ ადამიანების დაცვა. ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც საჭირო იქნება, შს სამინისტრო თუ სუს-ი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა