ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 15  მარტს გაიმართება

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების გამოკითხვის გარდა, ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები და „საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა.

სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალა ასახავს ბანკზე თავდასხმის სრულ სურათს.

შეიარაღებული მამაკაცის ბანკში შეჭრის პირველივე წამებიდან, მძევლებთან ერთად გასვლის ჩათვლით. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

,,ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია თავისი მტკიცებულებები. დავკითხეთ მოწმეები, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერებებს, ასევე მნიშვნელოვანია მისი შინაარსიდან გამომდინარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ საკმაოდ ვრცელი ვიდეომასალა უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან, მათ შორის ეს იყო „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეო მასალა, რომელიც დეტალურად ასახავდა ბანკში მიმდინარე მოვლენებს, მას შემდეგ, რაც ბანკში შეიჭრა თავდამსხმელი“, - განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ,,საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი არის ბადრი ესებუა.

,,სოფელ სქურში არსებულ ნიადაგზე ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ამ ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ცნობილია, უშუალოდ ბადრი ესებუას ბიოლოგიურ ნიმუშთან ის არ ყოფილა შედარებული, მაგრამ მონათესავე პირების ნიმუშთან იყო შედარებული და არ დაემთხვა. რა თქმა უნდა სხვა მტკიცებულებები გვაქვს ჩვენ სასამართლოში წარმოდგენილი , რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ,,საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი გახლავთ დაკავებული პირი ბადრი ესებუა, რომელმაც მძევლად აიყვანა საქართველოს მოქალაქეები, 20-მდე პირი“, - აღნიშნა მირანდა წერეთელმა.

საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეზე დამატებითი ექსპერტიზაა დანიშნული.

,,ჩვენ გვაქვს დამატებითი ექსპერტიზაც დანიშნული, თუმცა ამ დროისთვის, რაც გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირის ხმა დაემთხვა რამდენიმე ჩანაწერის ხმას. ახლა აღებულ ხმის ნიმუშს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა არის დანიშნული, დამატებითი ექსპერტიზა, ვინაიდან, მოგეხსენებათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ ბრალდებულისგან იქნა ხმის ნიმუში აღებული და საკვლევად წარედგინა ექსპერტს, რათა კიდევ ერთი ობიექტური მტკიცებულება იქნეს მოპოვებული. რაც შეეხება ოდოროლოგიურ ექსპერტიზას, დასკვნა მივიღეთ, რომელიც დადებითია, წარვადგინეთ სასამართლოში, თუმცა ჯერ არ გამოკვლეულა“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა