საბა ბუაძე კახა კალაძეზე - ეს კაცი 17-18 წლის ბავშვების წარსულს იხსენებს და თან სენ-ჟერმენის ბულვარიდან აგინებს ევროკავშირს - სამარცხვინო განცხადებებით ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ

17-18 წლის ბავშვების წარსულს იხსენებს და თან სენ-ჟერმენის ბულვარიდან აგინებს ევროკავშირს, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „აქციაზე იყვნენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით“.

საბა ბუაძის თქმით, მსგავსი განცხადებებით ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ.

"ამის წარსული ხომ გახსოვთ?! მიშას ფანკლუბში რომ იჯდა 7 ნოემბრის მერე და სანაცვლოდ სახელმწიფო ქონებით დაასაჩუქრეს.

ახლა ეს კაცი 17-18 წლის ბავშვების წარსულს იხსენებს და თან სენ-ჟერმენის ბულვარიდან აგინებს ევროკავშირს.

ეტყობა მიხვდა, რომ მისი მაისური არავის სჭირდება და თითის ქნევაზე გადავიდა. ამ სამარცხვინო განცხადებებით ამ ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ!", - აცხადებს საბა ბუაძე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს