ადამ კინზინგერი - საქართველოს მთავრობა სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო

საქართველოს სურს დასავლეთს მიეკუთვნებოდეს და „ქართული ოცნება“ აგრძელებს გაკოტრებული მოსკოვისთვის „შეტენვას“, - ამის შესახებ ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) ეს "სატანისტური უნიფორმები". საქართველოს სურს დასავლეთს მიეკუთვნებოდეს და „ქართული ოცნება“ აგრძელებს გაკოტრებული მოსკოვისთვის შეტენვას“, - განაცხადა ყოფილმა კონგრესმენმა.

კინზინგერმა „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება - გადააზიარა, სადაც მთავრობის მეთაური ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდა მომიტინგეებზე აღნიშნავს: „რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. მე არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი“.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება