ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 სექტემბრამდე, გაუხანგრძლივა.

საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია "მათ წინააღმდეგ ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე“.

სანქციები ვრცელდება 1 473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე. იგი მოიცავს მოგზაურობებზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, რომელიც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და უკრაინასა და მისი ხალხისთვის უზარმაზარი ტანჯვა და ნგრევა მოაქვს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი ომი”, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა