უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, მათ შორის ბახმუტის მიმართულებით

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინსკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის სუმისა და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. „არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, მტერმა განახორციელა 35 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს. „ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის შეტევები ვასიუკოვკას, მინკოვკას, ორეხოვო-ვასილევკას, დუბოვო-ვასილევკას, ბახმუტის, გრიგორევკას და ივანოვსკოეს დასახლებებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა იმ ტერიტორიებს, სადაც ოკუპანტები იყვნენ კონცენტრირებული. „სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაარტყეს მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილს, 3 საბრძოლო საცავსა და მტრის ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა