„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის „ვორქშოპი“ - „კარგი დამსაქმებლის სტრატეგია“ გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით, ქალი მეწარმეებისთვის მორიგი, სამდღიანი „ვორქშოპი“ - „კარგი დამსაქმებლის სტრატეგია“ გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სამუშაო შეხვედრას კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სალომე არღვლიანი გაუძღვება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება.

„ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა. სამუშაო შეხვედრა მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განხილული იქნება შემდეგი თემები: კარგი დამსაქმებელი (როგორია მოლოდინები და რეალობა); ადამიანების ანალიტიკა მდგრადი განვითარებისთვის. მესამე დღე კი პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, სადაც განხილულ თემებზე დისკუსია გაიმართება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი იმ ბიზნესებს, რომელსაც სათავეში ქალი უდგას, იქნება ეს დაფინანსების თუ ინტელექტუალური მხარდაჭერის მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული "ვორქშოპი", რომელიც სალომე არღვლიანთან ერთად ჩატარდება. ვფიქრობთ, შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი და ორგანიზაციული კულტურა. ასევე, გაიგონ HR-ის როლი და მისი მთავარი ასპექტები. მიიღონ რჩევები, თუ როგორ გახდნენ უკეთესი დამსაქმებლები და როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში "ვორქშოპზე" მიღებული ცოდნა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე არღვლიანს HR-ის მიმართულებით 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„მას უმუშავია, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა: Vodafone Deutschland GmbH, Comparex Deutschland AG, Bell flavor and fragrances, BDO, GIZ და სხვა.

ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა "ვორქშოპებით" უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ "ვორქშოპს" - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა