ჩინეთი, სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

ჩინეთი, პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებიდან სამი წლის შემდეგ, ვიზიტორებისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის, საზღვრებს სრულად ხსნის.

CNN-ის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან ჩინეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემას განაახლებს.

ამასთან, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს კვლავ მოეთხოვებათ კოვიდ ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, პეკინის "ნულოვანი კოვიდ" პოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ძირითად და გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს.

ჩინეთმა, პანდემიის გამო, უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობისთვის საზღვრები 2020 წლის მარტში დახურა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის