პაატა მანჯგალაძე - თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს - ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმი ვადამდელი არჩევნებია

თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს - ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმი არის ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი მოთხოვნა „არა რუსულ კანონს“ იყო.

„ახლა ასე მკაცრად არ ყოფილა დაყენებული მოთხოვნა „არა რუსულ ხელისუფლებას“, ეს რომ ყოფილიყო მოთხოვნა, ახლა ხალხი ქუჩაში იქნებოდა. მე პირადად ვამბობ, რომ „არა რუსულ კანონს“ არ არის საკმარისი მოთხოვნა, მაგრამ ობიექტურად შევხედოთ - „არა რუსულ ხელისუფლებას" იქ შეკრებილი ყველა ადამიანის მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ჯერ კიდევ შეიძლება სტატუსის მიღება და ასე მკაცრად არ აყენებს ხელისუფლების გაშვების მოთხოვნას, მაგრამ იმდენად უნდათ ევროპა, რომ როგორც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს „ქართული ოცნება" სტატუსის მიღების საკითხს, პირველი ვიქნები, ვინც რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პიტერ სტანოს განცხადებას, რომ ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ 12-დან 2 პუნქტს არღვევდა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი სტატუსისთვის საბოტაჟი იყო.

„ამას როცა აკეთებ, რუსი ხარ! ამერიკული კანონის მიღებას გვთხოვდა ლავროვი და ამიტომ გაგვიბრაზდა?! რუსი პროპაგანდისტები აქებენ ჩვენს ხელისუფლებას, მეტი რა უნდა მოხდეს, სალავიოვი, რომელიც ვერ იტანს ქართველ ერს, აქებს ღარიბაშვილს, ეს ღალატი არ არის?! ახლა საუბრობენ, რომ 4-მა დეპუტატმა შეიძლება დატოვოს „ქართული ოცნება“, მიკვირს 4 კი არა, უმრავლესობა რატომ არ ტოვებს „ქართულ ოცნებას“?! ეს ძალა არსად წასულა. ნახეს, რომ ჰიბრიდულმა ომმა არ იმუშავა, ახლა ემზადებიან, რომ უფრო მოასწორონ ეს სივრცე. იმ ხალხის დევნა თუ დაიწყება, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებდა, ეს იქნება პირველი ნიშანი. თუ დევნა დაიწყება, კვლავ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში მათ დასაცავად. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ტაქტიკურად დაიხია უკან, ამოისუნთქა და გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ამ ადამიანების დევნას დაიწყებენ, მერე ამოიღებენ მიზანში მედიას, რადგან თუ ვინმეს მადლობა ეკუთვნის არიან ის ახალგაზრდები და მედია, რომელმაც ადამიანებამდე სიმართლე მიიტანა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას