ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული გადამზადების პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვითაა შედგენილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „საქსტატთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ კვლევის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას საჯარო უწყებათა წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის მიგნებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებათა თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„მინისტრის მოადგილე შეეხო IT კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი - საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები.

კვლევის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში 115,756 ვაკანსია გამოცხადდა, რომელთა 12% ვერ შეივსო. ამრიგად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და მოთხოვნადი უნარების მქონე კადრების თვალსაზრისით არსებული გამოწვევა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შედგენილია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით.

„საერთაშორისო შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება, რაც ასევე აისახება საქართველოზეც. ბევრი პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო აქტუალური, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩნდება ბევრი ახალი პოზიცია, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური მუშახელი. ეს დინამიკური პროცესია. ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის გადამზადების სექტორის მეტი მოქნილობა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით და გამოიკითხა 9500 საწარმო, რომლებიც შეირჩა საქართველოში მოქმედი არაფინანსური და ფინანსური კორპორაციების მონაცემთა ბაზიდან.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები