„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ ქართველი მწერლები და ლიტერატორები უერთდებიან, რომლებიც პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ

„მთავარი არხის" დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს ქართველი მწერლები და ლიტერატორები შეუერთდნენ.

როგორც მწერალმა და დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„ჩვენ, ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მე-7 პუნქტი გულისხმობს კრიტიკული მედიის დაცულობას. თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია. ჩვენ გვაქვს აღქმა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო სწორედ ერთ-ერთი აქტი იმისა, რომ საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისთვის, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. აპრილის ბოლოს იქნება შუალედური დასკვნა, რამდენად აღასრულა საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები. ნიკა გვარამიას ფაქტორი პირდაპირ დაკავშირებულია მედიასთან და ევროკავშირის რეკომენდაციის მე-7 პუნქტთან. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, აღასრულოს ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს საგნობრივ ქმედებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯი გადადგას და ნიკა გვარამია შეიწყალოს", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი