ალექსანდრ ფლენკია - უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მოლდოვაში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ვითარებაზე მოლდოვაში, ასევე დნესტრისპირეთში ინტერპრესნიუსი“ მოლდოვის ყოფილ ვიცე-პრემიერს დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე ფლენკია ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რა ვითარებაა მოლდოვაში?

- უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან მოლდოვაში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოლდოვა უკრაინის მეზობელია და ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სამხედრო ინციდენტები მოლდოვას ტერიტორიაზეც ხდებოდა.

მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებების შემდეგ მოლდოვის საჰაერო სივრცის ბევრჯერ დაირღვა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება და ამ რაკეტების ნამსხვრევები ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დაწყებიდან ასეთი ინციდენტები 50-ზე მეტი იყო.

უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებების შემდეგ მოლდოვის საჰაერო სივრცის ბევრჯერ დაირღვა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება და ამ რაკეტების ნამსხვრევები ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დაწყებიდან ასეთი ინციდენტები 50-ზე მეტი იყო

ამის გარდა, მოლდოვის ეკონომიკისა და სოციალური სფეროსთვის უკრაინა-რუსეთის ომი სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. უკრაინული ბაზარი მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია იყო. უკრაინა მოლდოვის ეკონომიკასა და მრეწველობას სხვადასხვა სფეროებში უამრავ მაკომპლექტებელ პროდუქტს აწვდიდა. ახლა მოლდოვა მათ ვეღარ იღებს, რაც სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა მოლდოველი მეწარმეებისთვის, ექსპორტიორებისთვის, სატრანზიტო სფეროსთვის და ლოჯისტიკისთვის.

მოლდოვაზე ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედა უკრაინის პორტების დახურვამ. ამან გამოიწვია მოლდოვის სახმელეთო გზების ინფრასტრუქტურის გადატვირთვა, საუბარია იმ გზებზე, რომელსაც „უკრაინის სოლიდარობის“ გზები ჰქვია. ყველაფერმა ამან ძალიან იმოქმედა მოლდოვის ეკონომიკაზე. მოლდოვის ეკონომიკაზე უკრაინა-რუსეთის ომის გრძელვადიანი შედეგები ქვეყნისთვის მძიმე დასაძლევი იქნება.

მოლდოვის ეკონომიკაზე უკრაინა-რუსეთის ომის გრძელვადიანი შედეგები ქვეყნისთვის მძიმე დასაძლევი იქნება

- ამას ალბათ სხვა პრობლემაც დაემატა. მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მოლდოვამ უამრავ უკრაინიდან უამრავ დევნილ მოქალაქეს უმასპინძლა.

უკრაინიდან რამდენ დევნილ მოქალაქეს უმასპინძლა მოლდოვამ და ახლა უკრაინის რამდენი დევნილი მოქალაქეა მოლდოვაში?

- მოლდოვის ხელისუფლების ინფორმაციით უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული ომის შემდეგ უკრაინა-მოლდოვას საზღვარი 700 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ გადმოკვეთა. მათგან დაახლოებით 80 ათასი უკრაინის მოქალაქე დევნილის სტატუსით ამჟამად იმყოფება მოლდოვას ტერიტორიაზე.

ომის შემდეგ უკრაინა-მოლდოვას საზღვარი 700 ათასზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ გადმოკვეთა. მათგან დაახლოებით 80 ათასი უკრაინის მოქალაქე დევნილის სტატუსით ამჟამად იმყოფება მოლდოვას ტერიტორიაზე

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვი მოლდოვაში ამზადებდა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის ოპერაციას.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები? თუ კი, ამის კონკრეტული მაგალითები რაში გამოიხატებოდა?

- სრულიად ცხადია, რომ მოსკოვს მოლდოვასთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს. გამონაკლისის გარდა, პუტინის ამბიციები ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ.

მაგრამ, ამ მომენტისთვის, თქმა იმისა, რომ მოსკოვი მოლდოვასთან მიმართებაში ამა თუ იმ ოპერაციას გეგმავს, ან ახორციელებს, პირადად მე ვერ ვხედავ. მხედველობაში მაქვს მოსკოვის სურვილები პოლიტიკური კონტროლი ჰქონდეს მოლდოვაზე. ახლა ასე ჩანს. იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშეა მოლდოვა, იმისთვის, რომ მოსკოვმა კიშინიოვზე პოლიტიკური კონტროლი მოიპოვოს სჭირდება მხოლოდ დრო.

იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშეა მოლდოვა, იმისთვის, რომ მოსკოვმა კიშინევზე პოლიტიკური კონტროლი მოიპოვოს სჭირდება მხოლოდ დრო

მე აღარაფერს ვამბობ ენერგეტიკაზე, არადა ამ სფეროში სიტუაცია საკმაოდ რთულია. ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აგრძელებს მოლდოვის წინააღმდეგ ენერგეტიკულ შანტაჟს. როგორც ჩანს, იმისთვის რომ მოლდოვაზე კონტროლი აღადგინოს, რუსეთს სჭირდება მოთმინება და თავისი დროისთვის დალოდება.

შემოდგომაზე მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი. 2024 წელს უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2025 წელს საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების სერია რუსეთს აძლევს სერიოზულ შანსებს გაუჩნდეს მოლდოვაში მოქმედებისთვის სივრცე იმის მისაღწევად, რა გეგმებიც მას მოლდოვასთან მიმართებაში აქვს.

- თქვით, რომ რუსეთს მოლდოვაში სჭირდება დრო. სწორად გავიგე - უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მოლდოვაში ახლა დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს?

- თუ მოლდოვაში კარდინალურად არაფერი შეიცვალა, უდავოა, რომ მოლდოვაში უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

ასეა იმიტომ, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქვეყანაში ახლა უპრეცედენტო 34%-იანი ინფლაციაა, ინფლაციის კლების ტემპები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, დაცემულია მოსახლეობის ცხოვრების დონე. შარშანდელ წელთან შედარებით მოლდოვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაღარიბდა როგორც მინიმუმ 1/3 -ით და გაღარიბების ეს პროცესი გრძელდება.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქვეყანაში ახლა უპრეცედენტო 34%-იანი ინფლაციაა.. შარშანდელ წელთან შედარებით მოლდოვის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაღარიბდა როგორც მინიმუმ 1/3 -ით და გაღარიბების ეს პროცესი გრძელდება

სიღარიბე საუკეთესო მოკავშირეა პოლიტიკური მანიპულაციებისა და დეზინფორმაციისთვის. სამწუხაროდ, ღარიბ ხალხს, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ყველაზე იოლად ხდებიან პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლი. მოახლოებული არჩევნებზე პოლიტიკური ძალების სამიზნე გაღარიბებული მოსახლეობა იქნება.

- ყველაფერ ამის ფონზე რეალურად რა ვითარებაა და რა ხდება დნესტრისპირეთში?

- დნესტრისპირეთში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. რეალურად, იქ ხდება ის, რაც მოლდოვაში. ომი უკრაინაში გავლენას ახდენს ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე. მაღალია საზოგადოების ნერვიულობის დონე, რაც უკავშირდება იმას, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არაა.

დნესტრისპირეთში დაცულად თავს არ გრძნობს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ელიტა, რომელიც მართავს ამ რეგიონს. ისინი ლოიალურები არიან მოსკოვის მიმართ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან, მაგრამ, მოსკოვი რეგიონიდან საკმაოდ შორსაა. დნესტრისპირეთსა და რუსეთს შორის არის უკრაინა, არის კიშინიოვი.

დნესტრისპირეთში დაცულად თავს არ გრძნობს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ელიტა, რომელიც მართავს ამ რეგიონს. ისინი ლოიალურები არიან მოსკოვის მიმართ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან, მაგრამ, მოსკოვი რეგიონიდან საკმაოდ შორსაა

ამის გამო მათ მუდმივად აქვთ საფრთხე როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული და საინფორმაციო. ინფორმაციულში ვგულისხმობ დროდა დრო გავრცელებულ ცნობებს, რომ დნესტრისპირეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია იგეგმება. ასეთი ინფორმაციების გამო იზრდება რეგიონში ნერვიულობის დონე.

ეს კი რეგიონის ხელმძღვანელობას აძლევს საბაბს გაამკაცროს პოლიტიკური კონტროლი ყველა მიმართულებით. მათ შორის იმათ მიმართაც, ვინც ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევა.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობას რეალურად არც ჰყავს ოპოზიცია. ოპოზიციის წარმომადგენლებიდან მხარეში პრაქტიკულად ბევრი არც არავინაა დარჩენილი. მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებიც. მოკლედ, ასეთი ვითარებაა დნესტრისპირეთში.

- ამა წინათ თვალი მოვკარი ცნობას იმის შესახებ, რომ დნესტრისპირეთში რუსეთი მოქალაქეები შევიდნენ. როგორ შეიძლება მოხვედრილიყვნენ დნესტრისპირეთში რუსეთის მოქალაქეები?

- გითხრათ სიმართლე, ასეთი ინფორმაცია არსად შემხვედრია. ამიტომ ამ თემაზე მიჭირს რამის თქმა. თუმცა, მოლდოვის რესპუბლიკას არ აუკრძალავს რუსეთის მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე შესვლა.

სხვა საკითხია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო და იმის გამო, რომ გაზრდილია რისკები, მოლდოვის სასაზღვრო სამსახური დამატებით ზომებს იღებს იმისათვის რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო რუსეთის არა ერთ მოქალაქეს უარი ეთქვათ მოლდოვას ტერიტორიაზე შესვლაზე.

უკრაინა-რუსეთის ომის გამო და იმის გამო, რომ გაზრდილია რისკები, მოლდოვის სასაზღვრო სამსახური დამატებით ზომებს იღებს იმისათვის რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო რუსეთის არა ერთ მოქალაქეს უარი ეთქვათ მოლდოვას ტერიტორიაზე შესვლაზე

- ვიცით, რომ მოლდოვის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს მიღებული აქვს რუმინეთის მოქალაქეობა. მოლდოვის რამდენ მოქალაქეს აქვს მიღებული რუმინეთის მოქალაქეობა?

და კიდევ - დღეისათვის დნესტრისპირეთში რამდენი ადამიანი ცხოვრობს? დნესტრისპირეთის მოქალაქეებს თუ აქვთ მიღებული რუმინეთის მოქალაქეობა? თუ კი - სავარაუდოდ, რამდენს?

- ბოლო მონაცემებით, მოლდოვის მოსახლეობა დნესტრისპირეთის გარეშე შეადგენდა 2 მილიონ 600 ათას ადამიანს. ძნელია იმის თქმა, მათგან რამდენს აქვს მიღებული მოლდოვის მოქალაქეობა, მაგრამ, ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც მოლდოვა დამოუკიდებელი გახდა, რუმინეთს მოლდოვას მოქალაქეებზე გაცემული აქვს 1 მილიონი პასპორტი.

მას შემდეგ, რაც მოლდოვა დამოუკიდებელი გახდა, რუმინეთს მოლდოვას მოქალაქეებზე გაცემული აქვს 1 მილიონი პასპორტი

რუმინეთის პასპორტის მქონე უამრავი ადამიანი ცხოვრობს მოლდოვაში, ბევრი მათგანი საცხოვრებლადაა გადასული რუმინეთში, ანაც ევროპის სხვა ქვეყნებში. ამიტომაც ვთქვი, დღეისათვის რთულია იმის თქმა, მოლდოვის მოქალაქეებისგან, რომლებიც დღეისათვის ცხოვრობენ მოლდოვაში, რამდენს აქვს მიღებული რუმინეთის მოქალაქეობა.

რაც შეეხება დნესტრისპირეთს. დნესტრისპირეთის რეგიონში რეალურად ცხოვრობს 300 ათასამდე ადამიანი. მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა მათგანს მიღებული აქვს მოლდოვის მოქალაქეობა. მოლდოვას მოქალაქეები არ არიან იქ მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეები, ყველა არა, მაგრამ კიდევ ზოგიერთი, ვინც რეგიონს ხელმძღვანელობს.

დნესტრისპირეთის რეგიონში რეალურად ცხოვრობს 300 ათასამდე ადამიანი. მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა მათგანს მიღებული აქვს მოლდოვის მოქალაქეობა. მოლდოვას მოქალაქეები არ არიან იქ მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეები, ყველა არა, მაგრამ კიდევ ზოგიერთი, ვინც რეგიონს ხელმძღვანელობს

დნესტრისპირეთში მცხოვრებლებს ბევრს აქვს როგორ მოლდოვას პასპორტები, ისე რუსეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტები. სხვათა შორის, იქ მცხოვრებლებისგან ბევრს აქვს უკრაინის მოქალაქეობა და რუმინეთის მოქალაქეობაც და პასპორტებიც.

ზუსტად მიჭირს იმის თქმა, დნესტრისპირეთში მცხოვრებთაგან რამდენს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დნესტრისპირეთის პრეზიდენტის მეუღლე ასევე გახლავთ რუმინეთის მოქალაქე. გარდა ამისა, ის როგორც მოლდოვის, ისე უკრაინის მოქალაქეა.

ზუსტად მიჭირს იმის თქმა, დნესტრისპირეთში მცხოვრებთაგან რამდენს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დნესტრისპირეთის პრეზიდენტის მეუღლე ასევე გახლავთ რუმინეთის მოქალაქე. გარდა ამისა, ის როგორც მოლდოვის, ისე უკრაინის მოქალაქეა

- რა ვითარებაა დნესტრისპირეთში მდებარე რუსულ ბაზაზე? დღეისათვის დნესტრისპირეთში სავარაუდოდ, რუსეთის რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება?

- დნესტრისპირეთში იმყოფებიან რუსი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და ასევე რუსი სამხედროები. უფრო ზუსტად დნესტრისპირეთში დღეისათვის არის 400 რუსი მშვიდობისმყოფელი, და რუსეთის ჯარების შეზღუდული დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა 1100-ია. შეზღუდული დაჯგუფების ჯარისკაცები იცავენ დნესტრისპირეთში რუსულ სამხედრო ბაზას.

დნესტრისპირეთში დღეისათვის არიან 400 რუსი მშვიდობისმყოფელები, და რუსეთის ჯარების შეზღუდული დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა 1100-ია. შეზღუდული დაჯგუფების ჯარისკაცები იცავენ დნესტრისპირეთში რუსულ სამხედრო ბაზას

აქვე უნდა ითქვას ერთი მნიშვნელოვანი რამ - დნესტრისპირეთში განლაგებული რუსულ ძალებში მომსახურე ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს როგორც მოლდოვის მოქალაქეობა, ისე რუსეთის და უკრაინის მოქალაქეობა. ისინი რუსულ ჯარში კონტრაქტით მსახურობენ.

ანუ, ეს მათი სამუშაოა. რამდენადაც მახსოვს, დნესტრისპირეთში განლაგებული რუსულ დაჯგუფებაში დაახლოებით 50-60 ადამიანია, რომელიც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა.

დნესტრისპირეთში განლაგებული რუსულ ძალებში მომსახურე ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს როგორც მოლდოვის მოქალაქეობა, ისე რუსეთის და უკრაინის მოქალაქეობა. ისინი რუსულ ჯარში კონტრაქტით მსახურობენ... დნესტრისპირეთში განლაგებულ რუსულ დაჯგუფებაში დაახლოებით 50-60 ადამიანია, რომელიც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა

- უკანასკნელ დღეებში თბილისში საინტერესოდაც კი განვითარდა პროცესები. კიშინიოვიდან როგორ ჩანს თბილისის მთავარ, რუსთაველის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები?

- რაც შეეხება თბილისში განვითარებულ პროცესებს. ქვეყნის ხელმძღვანელობის, კერძოდ პრეზიდენტის პოზიცია ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელიც ამ თემაზე ევროკავშირში და აშშ-ში გაკეთდა. მოლდოვის პოზიცია სრულად ემთხვევა ბრიუსელის პოზიციას.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს