უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ გასულ წელს 3 001 0036 ლარი შეადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა უწყებების მიერ, 2022 წელს 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებაა შემოსული, რომელთა საერთო მოცულობა 3 001 0036 ლარია.

სააგენტოს ცნობით, 2022 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. მას ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიები მოსდევს.

„სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა წარმოადგენდა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, სააგენტოს გაცემული უმნიშვნელო ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება - სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება. თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში 200 000 ლარს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი