ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ.

როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ სთავაზობს მთავრობას, დაწესებული იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს. მისივე თქმით, ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას.

„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. გასული წლის ვითარება მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. გასულ წელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას.

ვითხოვთ ფქვილზე მოსაკრებლის შემოღებას. ამ შემთხვევაში, გარანტიას ვიძლევით, რომ პურის ფასთან მიმართებაში, ფასი შენარჩუნებული იქნება. მეორე-გარანტიას ვიძლევით, რომ ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც ფერმერებთან არის დაგროვილი, რეალიზებული იქნება წისქვილკომბინატების მიერ. მესამე-გარანტიას ვიძლევი, რომ საქართველოში იქნება ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს სილაგავა მედიაცენტრ „მთავარში“.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში