დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოზე - ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ მის იურისდიქციას

რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, - ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შეკითხვას, თუ რას ფიქრობს კრემლი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმის აღძრას გეგმავს.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსი პირების მიმართ დაკავების ორდერი მოითხოვოს. გამოცემის წყაროების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა