შვედეთის პრემიერი - ნატო-ში ფინეთის შვედეთზე უფრო ადრე გაწევრიანების ალბათობა გაიზარდა

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ ფინეთი ნატო-ს წევრი მანამდე გახდება, სანამ ალიანსში შვედეთი გაწევრიანდება, გაიზარდა.

„რაც ჩვენ დავინახეთ ბოლო კვირებში არის ის, რომ ამის ალბათობა სხვადასხვა დროს გაიზარდა“, - აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.

ამასთან, მისივე თქმით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.

„საბოლოოდ, საქმე ის კი არ არის, გახდება თუ არა შვედეთი ნატო-ს წევრი, არამედ ის, თუ როდის გახდება“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებების პროცესზე მოლაპარაკებები ბრიუსელში გასულ კვირას განაახლეს. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წელს გააკეთეს, მაგრამ თურქეთის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ანკარა ამტკიცებს, რომ აღნიშნული ორი ქვეყანა „ტერორისტული დაჯგუფებების წევრების თავშესაფარია“. ამასთან, თურქეთის ხელისუფლებაში გარკვევით აცხადებენ, რომ ფინეთზე მეტად შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგები არიან. თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ ორგანიზებული აქციების დროს სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვეს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება