შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე - რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. ასევე მივესალმე მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევა გადამწყვეტია საქართველოსთვის.

„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია“, - აცხადებს შარლ მიშელი.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა