ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს ქვა და სხვადასხვა საგანი ესროლეს

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

როგორც ბიბილაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ოფისში ქვაც შეაგდეს.

„მარტო ქვა არა, სხვადასხვა საგანი ესროლეს. ქოთნები და ა.შ. ბოლოს დიდი ქვა შემოვარდა ოფისში, რომელიც თავში ხვდებოდა ერთ-ერთ თანამშრომელს და მან ხელით მოიგერია“, - აღნიშნავს ბიბილაშვილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, კომპანია ICC Georgia, სადაც განმარტავენ, რომ ICC Georgia მკაცრად გმობს თავდასხმას მის წევრ კომპანიაზე „BGI Legal”.

„2023 წლის 14 მარტს, ძალადობრივი დაჯგუფება თავს დაესხა რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი წევრის, BGI Legal-ის ოფისს. მოვლენები მოგვაგონებდა 2021 წლის 5 ივლისსა და 2013 წლის 17 მაისს, როდესაც დაჯგუფება დათარეშობდა ქუჩებში და ისროდა ქვებსა და თიხის ქოთნებს BGI-ის მეორე სართულის ოფისში, მაშინ როდესაც პოლიცია უქმად იდგა. დაშავებულია ერთი ადამიანი. თვითმხილველთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ დაჯგუფებას, რომელმაც მოგვიანებით დაწვეს ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ, ეხმარებოდა და ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობაში და მათ ზურგს უკან მყოფი ძლიერი ძალები, რაც უზრუნველყოფს თავდამსხმელებში დაუსჯელობის, ხოლო თავდასხმის სამიზნე ობიექტებში შიშის განცდას.

ინციდენტის უმეტესი ნაწილი ვიდეოზეა აღბეჭდილი, თუმცა პოლიცია, როგორც ჩანს, ავითარებს იმ ვერსიას, რომ თავდამსხმელები პროვოცირებულნი იყვნენ და თავი არ შეიწუხეს იმ ადამიანების დაკავებით, ვინც ფოტოებზე ადვილად იდენტიფიცირებადია. დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მინიმალურია, რა უნდა გაკეთდეს, თუმცა წინა გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, ამის ალბათობა ნაკლებია", - განაცხადა გამგეობის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

ICC მოუწოდებს საქართველოში არსებულ ყველა ბიზნეს ორგანიზაციას და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, "განახორციელონ ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რათა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს საგანგაშო ინციდენტი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ".

ცნობისთვის, „ალტ - ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა