„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ისინი, ვინც ჩამოაგდებენ და დაწვავენ ევროკავშირის დროშას, შესაძლებლობას თუ მივცემთ, სიამოვნებით ხელმეორედ აღმართავენ რუსულ დროშას თბილისის თავზე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა იმ პირის, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა, იდენტიფიცირებასა და კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.

„ხელისუფლების ძალადობრივმა ჯგუფებმა ხელისუფლების წახალისებითა და მონაწილეობით დღეს პარლამენტის წინ ჩამოაგდეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რაც პირდაპირი და ღია განაცხადია, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი. მათ საქართველო და მისი მოქალაქეები რუსული ჭაობისთვის გაწირეს.

ისინი, ვინც ჩამოაგდებენ და დაწვავენ ევროკავშირის დროშას, შესაძლებლობას თუ მივცემთ, სიამოვნებით ხელმეორედ აღმართავენ რუსულ დროშას თბილისის თავზე.

წილი ნაყარია, ან ხარ საქართველოს თავისუფლების, მისი ევროპული მომავლის მხარეს, ან დგახარ საქართველოს სრული ოკუპაციისა და მტრის მხარეს. საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ახლა დუმილი დანაშაულია!

ახლა არ არის პოლიტიკურ განსხვავებებზე საუბრის დრო! ახლა ერთიანობის, საქართველოს გადარჩენის და მოქმედების დროა!

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ამიტომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ვგმობთ და მოვითხოვთ, სასწრაფოდ ყველა იმ პირის, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა, იდენტიფიცირებას და კანონის შესაბამისად დასჯას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის