გიგა ბოკერია - ეს არის არჩევანი, ერთ მხარეს ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლებას წარმოადგენენ, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილი და კობახიძე

ეს არის არჩევანი, ერთ მხარეს ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლებას წარმოადგენენ, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილი და კობახიძე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, კობახიძე არის იმის სიმბოლო, რასაც უნდა დავემშვიდობოთ.

„ის ახალგაზრდები, ვისზეც ეს პოლიტიკური არარაობა ასეთი სიძულვილით საუბრობდა, ცილს სწამებდა, იქნება ეს ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტის, თუ სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები, ყველა ამ ქვეყნის მომავალია ყოველგვარი პათეტიზმისა და გადაჭარბების გარეშე. უამრავი განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდაა, თუმცა ფუნდამენტურად თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების მოსურნე, ხოლო კობახიძე არის იმის სიმბოლო, რასაც უნდა დავემშვიდობოთ, რაც არის საფრთხე, ასევე არის ის ჯოჯოხეთი, რომელიც 1921 წლიდან ჩვენს ქვეყანას მოუვიდა და რასაც ეს რეჟიმი განასახიერებს.

ეს არის არჩევანი, ეს ახალგაზრდები, ვისაც თავს ესხმის თავად კობახიძე და ივანიშვილი. ჩვენ გვქონდა პოსტერები ამათი სახეებით, რომ „ბოროტება სიკეთეა“ - ეს არის კობახიძე და „თავისუფლება“ - არიან ის ახალგაზრდები, ვინც ახლა მათი სამიზნეა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ახდენს მოსწავლეთა და სტუდენტთა პოლიტიკური აქტივიზმისთვის რეკრუტირებას და მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას