ირაკლი ქარქაშაძე - გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში, 14-16 მარტს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ს ესწრება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც 19 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.

,,გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ, ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რასაც გამოფენა აეროპორტების წარმომადგენლებს გვთავაზობს. უკვე შევხვდით ჩვენთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კომპანიას, რომლებსაც მსოფლიოში საავიაციო უშიშროების სკანერებისა და მგზავრთა რეგისტრაციის მიმართულებით უახლეს ტექნოლოგიებს და დიზაინის მქონე აღჭურვილობებს ფლობენ. როგორც იცით, წელს ვგეგმავთ აღვჭურვოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი, თანამედროვე სპეცტექნიკით, ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე უშუალოდ ტერმინალში, რაც Self Check in-ისა და baggage drop off აპარატების დამონტაჟებას ეხება, რომ მგზავრებმა აეროპორტში მოსვლისას დარეგისტრირება და ბარგის ჩაბარება თავად, ჩვენი აგენტების დახმარების გარეშე, წინასწარ ონლაინ რეგისტრაციის გავლის საშუალებით შეძლოთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 3-დღიანი გამოფენის ფარგლებში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან.

„მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს ეზიარონ. ასევე, ერთმანეთს ესაუბრონ გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის.

Passenger Terminal Expo, რომელიც ძირითადად მომავალი თაობის აეროპორტების პროექტებს ეხება ყოველწლიურად 130 ქვეყნიდან ჩამოსული დამთვალიერებელი ჰყავს“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება