კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის - სოფიო დემეტრაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში - აღსასრულებელი და თვითაღსრულებადი გადაწყვეტილებები“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე სპიკერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს დაბადებისა და განვითარების ეტაპებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის იდეაფიქსსა და გადაწყვეტილების გზებზე.
„საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, გიორგი ხატიძე; დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე; სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, ბექა ქანთარია და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.