„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2023 წლის „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჩემპიონატს საქართველოში სამი ქალაქი - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს.

პირველ თამაშამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა უკვე დაწყებულია, მატჩებზე დასასწრები ბილეთების წინასწარი შეკვეთა კი ონლაინ არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და A ჯგუფში ის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

„საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. „საქართველოს ბანკი“, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების განვითარებას და ქმნის მათთვის შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და დაიმკვიდრონ ადგილი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ ფეხბურთის გლობალურ რუკაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. 2022 წელს მხარეებს შორის გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს ბანკი“, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუსტალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, შექმნის საგანმანათლებლო პლატფორმებს და ითანამშრომლებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი 2025 წლის ჩათვლით, ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების ყველა დაგეგმილ ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას და სპორტსმენებს მათი განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის