ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - ვიხილეთ შურისძიების ელემენტები

ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - ვიხილეთ შურისძიების ელემენტები, რათა გახლიჩონ საზოგადოება და ახალგაზრდები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდების მარგინალიზებას და სტიგმატიზებას ვერ შეძლებს.

"რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა, როცა პარლამენტში რუსული კანონპროექტი შეიტანეს და კენჭი უყარეს, ამაზე ქართველმა ხალხმა მათ პასუხი გასცა. ამიტომ მოუწიათ პროექტის უკან წაღება.

რაც შეეხება შედარებებს, ევროპარლამენტში არავითარი კანონპროექტი განხილვაში არ არის და არც EPP-ს შეაქვს. ევროკომისიას მხოლოდ ინიციატივის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, შფოთი ევროკავშირში მხოლოდ რუსული დაფინანსების წინააღმდეგ არსებობს. არაფერი გადაფარავს იმას, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა - მათ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა.

"ფრანკლინის კლუბში" ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადიოდა, რომელიც ორ ენაზე საუბრობს, უმაღლეს მათემატიკას გადის და არის ძალიან ჭკვიანი ბავშვი. ამ ბავშვების მარგინალიზაცია ვერ მოხერხდება. ახალგაზრდების სტიგმატიზებას არავინ დაუშვებს საქართველოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife