გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნა. ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება არსებული მოდელისგან. სემეკი რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე. ამ პროცესში, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და მნიშვნელოვანია არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, 13-14 მარტს, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში EU4Energy-ს ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორიატის, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სუფთა ენერგიების პაკეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს