ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა, 12 რეკომენდაციაა მთავარი. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონულ ამბასადორიალზე მედიასთან განაცხადა.
“ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება რომ მოხდეს. დეკემბერი ან თუნდაც ოქტომბერი, როდესაც პაკეტი წარდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ, ჯერ კიდევ შორსაა.
ჩვენთვის ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა. თქვენ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრეთ და სწორედ ესაა მთავარი. სამართლებრივი პროცესების, ქაღალდზე ნორმების გადატანის საკითხია, მაგრამ ასევე დიდწილად იმპლემენტაციის საკითხია. ასევე იმის საკითხია, მთავრობა როგორ უმკლავდება ამას, იგი ინკლუზიური უნდა იყოს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს”, - განაცხადა ზიბერტმა.