მიხაელ ზიბერტი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე - მე ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ესაა სურათი, რაც ჩემს თავში რჩება

კარგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ნახა ბევრი ვიდეო, სადაც ევროკავშირის დროშებს ისეთ მომენტში აფრიალებდნენ, რაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა - ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას და სწორედ ეს არის სურათი, რაც „მის თავში რჩება“.

“კარგი სანახავი არ არის, მაგრამ, ჩვენი აზრით, განცალკევებული ინციდენტია. ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში პირადად მე ბევრი ვიდეო ვნახე, სადაც ევროპულ დროშებს ისეთ მომენტებში იქნევდნენ, რომლებიც დიდი გამბედაობას მოითხოვდა. ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ამიტომ ესაა სურათი, რომელიც ჩემს თავში რჩება”, - თქვა ზიბერტმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა