ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ალექსანდრ ვინიკოვთან ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ბაპტისტური, სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ინტერრელიგიური სათათბირო ერთადერთი ფორმატია საქართველოში, რომელიც ყველა რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და მათ სახელმწიფოსთან პირდაპირი დიალოგის საშუალებას აძლევს. მან აღნიშნა, რომ ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეხვედრის სურვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გამოთქვა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს და რელიგიურ ლიდერთა როლს ამ მიმართებით.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასულიერო პირების კითხვები ძირითადად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ვადებსა და პირობებს ეხებოდა. მათი თქმით, ქვეყანამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და ახლა ჯერი ევროკავშირსა და ნატოზეა. ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს რეფორმების გზაზე და სასურველია, რეფორმების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდეს, რომ როცა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, ის მზად აღმოჩნდეს ამისთვის. მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ გარდა რეფორმებისა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე.

შეხვედრაზე რელიგიურმა ლიდერებმა გაიხსენეს მათი ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში და შეხვედრები ნატოს წარმომადგენლებთან. გაიჟღერა იდეამ - კვლავ შედგეს ვიზიტი ბრიუსელში, მხოლოდ უფრო გაფართოებული შემადგენლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა