ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტაციისთვის თვითმფრინავი მზად არის, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიჩუმეა

სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი და თვითმფრინავი მზად არის, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიჩუმეა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში დისკუსიის: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“, შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტაციის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა და პოლონეთი კარგად არის მომზადებული მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად.

“მაღალი დონის სამხედრო სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი მზად არის და ტრანსპორტაციის მხრივ სპეციალური თვითმფრინავი მზად არის. ყველაფერი მზად არის და [საქართველოს მთავრობის მხრიდან] რეალურად სიჩუმეა.

ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა არსებობს, ვინაიდან, პოლონეთის ელჩმა უკვე მიიღო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ძლიერი მანდატი, ამიტომ [სააკაშვილის] ეს გადაყვანა, ჩვენი ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირისა მხრიდან არის. ევროკავშირის სახელით პოლონეთი ძალიან კარგად არის მომზადებული. ამ საკითხში დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იგი დაუყონებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ნებისმიერ ევროპულ ან ევროატლანტიკურ ქვეყანაში.

მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ეს ზეწოლა, მათ შორის მედიისგან, ძალიან მისასალმებელია”, - აღნიშნა ფოტიგამ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი