საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც „ტვიტერზე“ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარსიმა დაწერა, სალომე ზურაბიშვილს განუცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.
„ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, განვაცხადე საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეფორმის პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, - დაწერა ესტონეთის პრეზიდენტმა.
სატელეფონო საუბრის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
"დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.
მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.