მედია - შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა

შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დაახლოებით 7:03 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), ერთ-ერთი რუსული სუ-27 თვითმფრინავი MQ-9 [დრონის] პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 საერთაშორისო წყლებში დაეშვათ. შეჯახებამდე რამდენიმეჯერ სუ-27 თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნურ, ეკოლოგიურად არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ მანერაში. ეს ინციდენტი უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა კომპეტენციის ნაკლებობას დემონსტრირებს”, - თქვა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინციდენტის შესახებ ამცნო.

კირბიმ აღნიშნა, რომ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების მხრიდან ასეთი ინციდენტები “უჩვეულო არ არის” და ბოლო კვირებში მსგავსი ინციდენტები ყოფილა. ამავდროულად, მისი თქმით, სამშაბათის ინციდენტი გამორჩეული იყო იმით, თუ როგორი “არაუსაფრთხო, არაპროფესიონალური და უგუნური” იყო რუსეთის ქმედებები.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის