ოლივერ ვარჰეი - საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები - ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ

საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით.

“ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო - საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.

ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, - თქვა ვარჰეიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის