ანა ბუჩუკური - ევროკავშირის დროშის დაწვა კობახიძის და ღარიბაშვილის განცხადებებით იყო წახალისებული

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, დღეს გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშის დაწვა ხელისუფლების განცხადებებით იყო წახალისებული და საქართველოში მყოფი ევროკავშირის დელეგაციისთვის „მესიჯის“ გაგზავნას ემსახურებოდა.

როგორც ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ის, რომ დღეს მომხდარი ფაქტი აღნიშნული ევროპული დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა, შემთხვევითი არაა.

„შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს [ევროკავშირის დროშის დაწვა] ხელისუფლების მხრიდან იყო წახალისებული - კობახიძის და ღარიბაშვილის განცხადებებით იყო წახალისებული. იმავენაირად იყო წახალისებული 5-6 ივნისი. საქართველოში დღეს ევროკავშირიდან მნიშვნელოვანი დელეგაციაა. მათ გაუგზავნეს "მესიჯი". ეს ხომ შემთხვევითი არაა?!“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, ბუჩუკურმა ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესზე და უპასუხა კითხვას, გააგრძელებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად სამუშაო ჯგუფებში საქმიანობას. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, „სხვა გზა არ არის“.

„სამუშაო ჯგუფებში პირველი დღიდან ვიყავით შესული. სხვა გზა უბრალოდ არ არის. პრობლემა არსებობს და ზოგჯერ, ერთ ოთახში ყოფნაც გვიმძიმს, მაგრამ სხვა გზა არაა, ეს საქმეს სჭირდება“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ