პეტრას აუსტრევიჩუსი - დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის - მჯერა, მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს

დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებითა და მოსახლეობით.

„მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ასევე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იყო მოწამლული და დაპატიმრებულია საქართველოში“, - განაცხადა პეტრას აუსტევიჩუსმა, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის