ოლივერ ვარჰეი - 12 პრიორიტეტი საკვანძოა, ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს - ჩვენ გვერდში ვუდგავართ, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ შეიძლება იქნას შესრულებული

12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია. ამის შესახებ განცხადება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დასკვნით სიტყვაში გააკეთა.

მისი თქმით, დებატებმა აჩვენა, რომ ყველას "გვსურს საქართველომ მის რეფორმებში და ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს".

"ყველა უნდა დავეხმაროთ, რომ ამან ქართველი ხალხამდე მიაღწიოს, რადგან ეს ქართველი ხალხის მიზანია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროცესში.

12 პრიორიტეტი საკვანძოა, ვინაიდან, ისინი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს აყალიბებენ. და ახლა საქართველომ [ეს] უნდა დააკმაყოფილოს, ამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს და ეს ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს.

როგორ ვეხმარებით ამ სამუშაოს და როგორ ვეხმარებით შესრულებაში? - რა თქმა უნდა, გვერდში ვუდგავართ ფინანსურად, გვერდში ვუდგავართ ექსპერტებით, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ შეიძლება იქნას შესრულებული, ვინაიდან, ვიმეორებ, ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვისაა”, - თქვა ვარჰეიმ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება