“რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

“რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი “ფეისბუქზე“ წერს.

მინისტრის თქმით, გუშინ ის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენთან ერთად, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებს ეწვია, სადაც “რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ერთი დღით ადრე კი რეზნიკოვი შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხებზე პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თებერვალში განაცხადა, რომ „რამშტეინის“ შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში გაიმართება.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე. წ. „რამშტაინის“ ფორმატი) შეხვედრების მიზანი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი