რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მცხოვრები ეზიდები გაზაფხულის დადგომას - „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეზიდ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს და მათ წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს.