მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის 2021-2022 წლებში 42 698,87 ლარი დაიხარჯა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს - 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 52 დეპუტატიდან, მხოლოდ ორი დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, 2022 წელს კი 62 დეპუტატიდან კი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ: დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს სატელეფონო ხარჯებისთვის ყველაზე მეტი მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დახარჯა, ხოლო 2022 წელს ყველაზე მეტი სატელეფონო საუბარი ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაუფინანსდა.

რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სატელეფონო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, 2021 წელს 58 142,75 ლარი დაიხარჯა, 2022 წელს კი 63 480.52 ლარი.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება