საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს შეხვდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიებაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დამდგარი შედეგების გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს და სოლიდარობა გამოხატა.

„საქართველოს პროფკავშირული მოძრაობა თურქი ხალხის გვერდით დგას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექციის როლის დაკნინებამ, მიწისძვრის შედეგები კიდევ უფრო ფატალური გახადა.

საკუთარ გამოსვლაში პეტრიაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგებზეც ისაუბრა.

„სიხარბეს არ აქვს საზღვრები, სანქციებით, ბანკებში მილიონებია გაყინული, მსოფლიოში კი უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები შიმშილით იღუპებიან”, - აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

ღონისძიებას რვაასამდე ადამიანი ესწრებოდა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზეც იმსჯელეს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა