„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სასტუმროების სექტორის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, 5 ვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 327 500 აშშ დოლარს შეადგენს.

სასტუმროში განთავსებულია, როგორც აუზი, რესტორნები, გასართობი და დასვენების სივრცეები, ასევე სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წელს, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა შევძელით, რაც ძალიან გვახარებს. Royal Tulip ბაზარზე პირველად 1960 წელს გამოჩნდა და დღეს მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 1500-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა.

თბილისის სასტუმროში ვიზიტორებს დახვდებათ ყველა ის კომფორტი, რაც აუცილებელია კარგი დასვენებისთვის, განტვირთვისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის“, - განაცხადა სასტუმრო Royal Tulip-ის წარმომადგენელმა, შიშუ პალ ბურდაკმა.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ აღნიშნა, სასტუმრო 13 სართულს და 120 ნომერს მოიცავს, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა.

“საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თბილისს კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო შეემატა. სასტუმრო 13 სართულს და 120 ნომერს მოიცავს, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ბიზნესისა და სასტუმროების სექტორისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა გიორგი გალოგრემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს